კადემიკოს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს და მისი მთავარი მიზანი თავიდანვე იყო საქართველოში სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. (მას თავიდან უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“ ერქვა). უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, სწავლებისა და საგამოცდო სისტემა, ასევე თვალსაჩინოებები და სახელმძღვანელო მასალა მთლიანად საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისად არის შემუშავებული. უნივერსიტეტის ორი ათეული წლის არსებობის მანძილზე 100-ზე მეტმა ექიმმა ჩააბარა აშშ ექიმთა სალიცენზიო (USMLE) გამოცდები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ტესტები და ამჟამად მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მუშაობენ. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან ან იყვნენ იელის, კოლუმბიის, ემორისა და სხვა სახელგანთქმული უნივერსიტეტების მთავარი რეზიდენტები. ერთ-ერთი მათგანი საქვეყნოდ ცნობილი კლივლენდ ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორია.